“ოცნებამ” ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდო
231 პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. სესიაზე რეგისტრაცია დეპუტატების უმრავლესობამ არ გაიარა. სხდომაზე მხოლოდ 54 დეპუტატი დარეგისტრირდა, შესაბამისად კვორუმი არ შედგა. “რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 54-მა წევრმა, კვორუმი არ არის, გადავდივართ შემდეგ საკითხზე,” – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია “საქართველოსთვის” მიერ იყო ინიცირებული.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე