“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ხალხი გადააგდო ივანიშვილმა როცა დასჭირდა და ახლაც ხალხია გადაგდებული. ხალხს და მოსახლეობას ატყუებს.
შეეცადნენ ადამიანებს ტვინში ჩაუდონ, რომ არაფერს აზრი არა აქვს. ასე არაა.
“ქართულმა ოცნებამ” წაგება გამოაცხადა და ახლა ეს ყველაფერი არის გასაფორმებელი.
მე ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში აღარაფერი გვესაქმება, რომ არა ეს პერიოდი, რომ არ გვეჩვენებინა პარტნიორებისთვის “ოცნების” სახე, აშშ-ის საელჩოს დღევანდელი და 5 თვის წინანდელი განცხადებები ერთი და იგივეა? ცხადად გაიგეს პარტნიორებმა, რომ ამათთან საუბარი არ შეიძლება.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობას, იქ არსად ეწერა, თუ ამას ხელს მოაწერს ნაციონალური მოძრაობა შეთანხმება არ შესრულდებაო, მეტსაც გეტყვით, კობახიძე იყო, რომ იძახდა, არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა შემოვა პარლამენტში, თუ არ შემოვაო. არავის შეეშალოს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ, არაფერ შუაშია ნაციონალური მოძრაობა, ცხადია.
თუ ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა იყო საჭირო, მაშინ რას გარბოდნენ და რას აწერდნენ ხელს? ეკითხათ ჯერ. ჩვენ მკაფიო პოზიცია გვქონდა ამნისტიაზე და ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი.
მოვემზადოთ ბრძოლისთვის, მედიის ბრძოლამ გამოიღო შედეგი, გამოვარდა კობახიძე 2 დღეში და თქვა, ვერ ავიღებთ 43 პროცენტსო. ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები იქნება და ეს არის თქვენზე დამოკიდებული.”
კომენტარები