შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, დავით ბაქრაძე 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
ბაქრაძის აზრით, კანონში შემდეგი 3 პრინციპის გათვალისწინება უნდა მოხდეს:
- ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას – ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პარტიებაზე;
- ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას – ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს;
- ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა – ეს ნიშნავს, რომ რადგან “ქართულმა ოცნებამ” აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული.
დავით ბაქრაძის აზრით, კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, პირნათლად შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების სამართლიანი პოზიცია.
მაშინ, როცა არასდროს ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი. ამიტომ, ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური “გათანაბრება” და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა”, – აცხადებს ბაქრაძე.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული სამი პრინციპი გათვალისწინებული არ იქნება ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესებში მხარდაჭერა შეუძლებლად მიაჩნია.
კომენტარები