„ლელოს“ ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა:
„ამნისტიის იდეა ჩვენს მედიატორებს გაუჩნდათ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ შეწყდეს ნიკა მელიას სამართლებრივი დევნა. ამიტომ კანონში ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ ეს კანონი ნიკა მელიას შეეხოს, იქნება აცდენა არა მხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებასთან, არამედ იდეასთან, რომელიც ჩაიდო ამნისტიის ავტორების მხრიდან, ესენი იყვნენ მედიატორები. ეს მათი შემოთავაზება იყო და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახსნა, რატომ ხდიან ისინი მედიატორების მიერ შემოთავაზებული იდეის რეალიზაციას შეუძლებელს“
პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით იმის მხრიდან, ვის მიმართაც ვრცელდება, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.
კომენტარები