უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„ძალიან საინტერესო ამბავი ომბუდსმენის არჩევნების ჩავარდნილი პროცესიდან. ოცნების ერთ-ერთ კანდიდატს – თინათინ ერქვანიას ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს ლევან იოსელიანმა, იაგო ხვიჩიამ და ალეკო ელისაშვილმა. ანუ ოცნებას რომ მობილიზაცია გაეკეთებინა, ოპოზიციის სამი ხმა ჰქონდა და გაიყვანდა თავის კანდიდატს. რატო არ ქნა ოცნებამ ეს? ძალიან მაინტერესებს ამ სამი ოპოზიციონერის ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავს?
არ დაგავიწყდეთ, რომ იოსელიანიც და იაგოც გვპირდებოდა, რომ ოცნების კანდიდატებს ხმას არ მისცემდნენ. ალეკოს ეგ პირობაც არ დაუდია.
ჰოდა, რა ხდება?
იმედია, მედიები მაინც დაინტერესდებიან და გამოარკვევენ, როგორ აღმოჩნდა ეს სამი ოპოზიციონერი ოცნების მხარეს, ხოლო ოცნებამ კიდევ რაღატომ ჩააგდო ეს პროცესი?
გამოუშვით თქვენი ვარაუდები, ვიმსჯელოთ.“
კომენტარები