კამპანიის “შემოიარე საქართველოს” ფარგლებში გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად შეხვდა გორის მოსახლეობას.
შეხვედრას სკაიპ ქოლის საშუალებით შეუერთდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ადგილობრივებს, რომლებიც საუბრობენ სიღატაკეზე, დაუცველობაზე, ელემენტარული პირობების, წყლისა და ელექტროენერგიის არქონაზე, სიტყვით მიმართა:
“ძალიან მიყვარხართ ყველანი და ერთი სული მაქვს როდის ჩაივლის არჩევნები, რათა ჩაგეხუტოთთ და თითოეულ თქვენთაგანთან ერთად დავიწყოთ საქართველოს აღმშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველანაირად უწყობს ხელს საქართველოში დაავადების სწრაფად გავრცელებას, 31 ოქტომბერს ყველამ გავიკეთოთ პირბადე, გავიკეთოთ თუ საჭიროა, ხელთათმანებიც და აუცილებლად მივიდეთ საარჩევნო უბნებში, იმიტომ რომ მათი დამარცხება ნიშნავს ავადმყოფობის დამარცხებას, მათი დამარცხება ნიშნავს სიღარიბის დამარცხებას, მათი დამარცხება ნიშნავს, საქართველოს გამარჯვებას და ამას წყალი არ გაუვა.”