საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, ეხმაურება ანალიტიკოსი გია ნოდია და სოციალურ ქსელში, წ ერს:
„ფაქტობრივად “ოცნების” დასმული პრეზიდენტისგან ისაა გასაკვირი, რომ თავის პარტიას გადაუარა და, არსებითად, გაემიჯნა. ოპოზიციასაც რომ ბალანსისთვის თუ გულწრფელად გააკრიტიკებდა, ეს არაა გასაკვირი და მოულოდნელი.
მთავარია არა ის, ეთანხმები თუ არა ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციის ქმედებების შეფასებას, არამედ ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკა მთავრობის მორალური იზოლაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია (სხვა საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანი). ამას “ოცნება” ვეღარ წაუყრუებს (როგორც აქამდე ცდილობდა სალომეს “დისიდენტური” გამოსვლების მიმართ).
რაც არ უნდა თქვას ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე თუ ფქვილის შეყრაზე, ობიექტურად ის ოპოზიციის “სიტუაციური მოკავშირე” ხდება.”
კომენტარები