• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების დეპუტატებო – ვეტოს არ დაძლევით, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი” – დავით გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
16:47 05-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
805
ახალი მემარჯვენეების ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე:
მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ღრმა შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით! ხელისუფლებამ, საკუთარი ქცევითა და განცხადებებით, აბსოლუტურ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც გამოსავალი აღარ ჩანს. მათ ერთი გზა დაიტოვეს – ქვეყნის მართვის სრულად რუსულ-ბელორუსულ მოდელზე გადასვლა, რაც ნიშნავს რომ არჩევნები იქნება აბსოლუტურად ფორმალური. ამისათვის, სავარაუდოა რომ, ისინი რეგისტრაციას გაუუქმებენ ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზულ ოპოზიციურ პარტიას თუ გაერთიანებას, ვინც შეიძლება რაიმე საფრთხე შეუქმნას “ქართულ ოცნებას” არჩევნებზე. მათ ეს უკვე მოსინჯეს “ალტ-ინფოს” მაგალითზე (გთხოვთ, ალტ-ინფოს ადვოკატად ნუ ჩამთვლით).
მინდა ყველა კარგად დავფიქრდეთ სად აღმოვჩნდით და რა გველოდება. დღეს დუმილი და პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ღალატის ტოლფასია. გთხოვთ, პირად შიშებს და ნაცების სიძულვილს (ლამის მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ნაცებთან და პირადად სააკაშვილთან ბრძოლას მოვახმარე) ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს. ასე თუ გაგრძელდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხვალ ჩვენი ახალგაზრდები აღმოჩდნენ რუსეთის არმიის რიგებში საზარბაზნე ხორცად განწირულები (როგორც ცხინვალიდან ოსი ახალგაზრდები გარეკეს რუსებმა უკრაინელებთან ომში). იცოდეთ, მერე ყველას მოგვეთხოვება ამაზე პასუხი. მივმართავ ქართული ოცნების დეპუტატებს – ვეტოს არ დაძლევით, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი ქვეყანა გადაარჩინოთ ამ ეგზისტენციალურ კატასტროფას!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

15:33 07-29-2025
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
ახალი ამბები

საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

14:05 07-29-2025
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ახალი ამბები

სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

16:44 07-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved