„გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან კომუნიკაციას და მათ დარწმუნებას, რომ საჭიროა „გირჩის“ გეგმის განხორციელება:
„სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, რავიცი, მათ ბავშვებს გავიცნობ. ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო. ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. 21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რავიცი, შეიძლება, შევარდნაძის დრო იყო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კომენტარები