დიდუბის რაიონის ყოფილი გამგებელი, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირმა ზავრადაშვილს ერთი პრეტენზია აქვს, მისი თქმით, ახალი “კულტურა” უნდა დაინერგოს, რომელიც საზოგადოებისთვის სამინისტროების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
აღნიშნული ინიციატივა ზავრადაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინა.
“იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ, რაღაცა კულტურა დავნერგოთ, რომ ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო”
დანერგილა ეგ კულტურა, ძვირფასო დეპუტატო და პიარსამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჰქვია, უამრავი თანამშრომელიც ჰყავთ მინისტრებს მაგ კუთხით და ყოველ თვის ბოლოს კი არა, ყოველ დღე უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, თუ აქვთ რამე ახალი გასავრცელებელი და სათქმელი!
კომენტარები