ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ჯუმბერ იზორიამ ქალაქის ცენტრში საკუთარი გამონათქვამის ძეგლი დადგა.
გამონათქვამი ძეგლზე მეგრულ ენაზეა დატანილი: “კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა”, რაც ნიშნავს: “კაცობა, მუდამ კაცობა, არ უნდა ამას დაფიქრება”.
აღსანიშნავია, რომ სიტყვა “კოჩანა” ჯუმბერ იზორიას საკუთარი ავტომობილის სანომრე ნიშნებზეც აქვს დაწერილი.
კომენტარები