სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კახა კალაძის განცხადებაზე:
„ერთი დაუფიქრებელი კომენტარი და ოცნების ერთ ერთი ლიდერი განულდა, კალაძე დასრულდა როგორც პოლიტიკური ლიდერი და ავტორიტეტი. დარჩა უბრალო ჩინოვნიკად, უფროსი მეგობრების მოწყალების იმედად ოცნებაში. კომენტარი, თავისი არსით და ამორალურობით ნამდვილად იმსახურებდა ასეთ რეაქციას ნორმალური ადამიანებისგან, მაგრამ ფეისბუქმა გაასმაგა სიმწვავეც და ვარდნის სიჩქარეც. ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაიკვეხნის ქართულ პოლიტიკაზე ისეთი გავლენით, როგორც ეს სოციალური ქსელი, ფინანსებიც გაუმჭირვალე აქვს ოცნებისთვის და ფაქტიურად დასავლეთის ინტერესების გამტარებელია. იმის თქმა მინდა, უცხოურ გავლენას არასამთავროების სახით რომ ებრძვის ოცნება, ფეისბუქს რას უპირებს? ფაქტიურად უფასო და უკონტროლო ფეისბუკი გტოვებთ ჩამოხსნილი ნიღბებით ძალაუფლების გარეშე. ფერადი რევოლუციის შემდეგ, ქსელური რევოლუციის პრემიერას ველოდებით საქართველოში.“
კომენტარები