პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
ერთადერთი საკითხი შეთანხმებიდან, რომელიც გახდა დიდი მსჯელობის და დაპირისპირების საგანი, გახლავთ ამნისტიის კანონის შესახებ ინტერპრეტაციები. გასაგებია ხელისუფლების გეგმა, ამ ტიპის ამნისტია ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის, მათი მიზანი ვითომ დეკლარირებული დამნაშავეების შეწყალებაა და სინამდვილეში კი მათი მიზანია სისტემის დანაშაულის დაფარვა. ამ მიზანს, როგორც ჩანს, ხელისუფლება აღწევს.
ოპოზიციაზე არ ვიტყვი, რომ შეგნებულად გააკეთეს, ალბათ შეცდომა იყო დაშვებული, როცა დათანხმდნენ ამ ბუნდოვან ფორმულირებაზე. დღეს ისინი ცდილობენ საზოგადოებას შეუფუთონ ეს როგორც გამარჯვება, საუბრობენ იმაზე, რომ კონვენციულ დანაშაულს არ შეეხება ამნისტია, რაც სრული აბსურდია, კონვენციურ დანაშაულს ისედაც ვერც შეეხება, ამ ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებები, ჩვენ კანონმდებლობაზე მაღლა დგას და ამ ტიპის კანონის მიღება იქნებოდა უკანონო.
ოპოზიციის შეცდომა ისაა, რომ მათ არ ჰქონდათ კომუნიკაცია მთავარ ფიგურანტებთან, ერთის მხრივ მომიტინგეების სახით ამ საქმეების და მეორეს მხრივ – დაზარალებულები. სანამ ოპოზიცია ხელს მოაწერდა უნდა დალაპარაკებოდა ამ ხალხს, უნდა მოესმინა მათი დირექტივა, მათი გადასაწყვეტია, რა ტაქტიკით გაგრძელდება მოვლენები. ოპოზიცია ისევ ცდილობს ჩვენ გაგვიბრაზდეს, თუ ჩვენ აგვისხსნას, რომ ჩვენ არ გვესმის, თორემ, მათ ყველაფერი კარგად ესმით და ყველაფერს შესანიშნავად აკეთებენ, საეროდ ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტის უბედურებაა, არავის უნდა შეცდომის აღიარება.
ასე იქნება, თუ ისე, ვიღაცა პოლიტიკურად დაზარალდება, თუ არა, კარგია, რომ რაღაც შეთანხმება შედგება და რაღაც პოლიტიკური პროცესი დაიწყება. თუ ვინმე ამით დაზარალდება, თავის თავს დააბრალოს.”
კომენტარები