ცნობილი ხდება იმ 17 ადამიანის ვინაობა, ვინც ლიეტუვამ ადნტიმოდეკრატიული ნაბიჯების და ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დაასანქცირა. საუბარია “ოცნების” მაღალჩინოსნებზე, ივანიშვილის პარტიასთან დაახლოებულ პირებსა და მოსამართლეებზე.
სიაში არიან:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე, ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე, POSTV-ის მფლობელი, ვიქტორ ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ წევრი, დიტო სამხარაძე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგი, გოგა ხაინდრავა, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ირაკლი კობახიძის მამა, იდეოლოგი გიორგი კობახიძე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და “ქართული ოცნების” წევრი, ზვიად შალამბერიძე, „ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური.
კომენტარები