“ოცნების” მაჟორიტარობის დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე, თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ფოტოებს და წერს, რომ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალს შევხვდა:
“დღეისათვის ის ქვემო ქართლში ყველაზე დიდი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ამჟამად 80 მდე თანამშრომელი მუშაობს.”
შეხვედრის ფოტოებში ჩანს, რომ მიუხედავად რეგულაციებისა, არც დისტანციაა დაცული, არც პირბადე უკეთიათ.
მერე გამობრძანდება ბატონი ამირანი ან ბატონი პაატა და გვეტყვიან, ხალხის ბრალია, არ იცავენ რეგულაციებსო.
ვინ არის ეს ხალხი, ვინც რეგულაციას არ იცავს? ჩემი მეზობელი? – არა! ჩემი კლასელი? – არა. ჩემი კოლეგა? – არა. ჩემ ირგვლივ ყველა იცავს. თქვენ ირგვლივ, ბატონო ამირან? არ აქვთ ამ ექიმებს რეგულაცია? არ მოისმინეს თქვენი განცხადება, თუ აუცილებელი არ არის, მოერიდეთ ხალხმრავლობასო? თუ “ოცნების” დეპუტატთან შეხვედრა აუცილებელია? და თქვენ ირგვლივ, ბატონო გახარია? – იცავენ რეგულაციებს, თუ არა? ეს თქვენი გუნდის წევრია, თუ არა?
გამოვა მერე ქალბატონი ნინო და იტყვის, ზოგ ფოტოში დაცული მაქვს დისტანცია და რაღა ეგ ორი ფოტო შეარჩიეთო, ქალბატონო ნინო, თქვენ რაღა ეგ ორი ქალბატონი შეარჩიეთ, პირბადის გარეშე, ახლო მანძილზე რომ დაუდექით, ეგ ექიმები, მერე ინფექციით დაავადებულ ბავშვეთან, რისკის ჯგუფში მყოფ ბავშვებთან უნდა შევიდნენ!
არაერთი ფოტო უდევს ამ შეხვედრიდან, სადაც, ხან უკეთია პირბადე, ხან არა, ხან ამ პირბადეს ხელში ათამაშებს, მერე ჯიბეში იდებს, თუ ისევ იკეთებს, ეგ უკვე აღარ ჩანს…
არ დავწერთ რომელი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია, ქალბატონი ნინო, ვნახოთ, რამდენმა იცის, ვინ არის.
კომენტარები