მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში, პასუხობს შალვა პაპუაშვილის განცხადებას და წერს:
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირდაპირ აჩვენებს იმ მაღალ ნდობას, რაც ჩვენს მოსახლეობას პერსონალურად აქვს გიორგი გახარიას მიმართ;
• კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან;
• „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი);
• ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია ხალხთან, ჩვენს მოსახლეობასთან იქონიოთ პირდაპირი, მჭიდრო კონტაქტი, რისი დეფიციტიც არასოდეს ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (იმედი მაქვს, თქვენ მიერ დაანონსებული რეგიონალური შეხვედრების დროს ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მოგეცემათ).
• გიორგი გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას, ალბათ, ისევ აჯობებდა ამ საკითხზე „დუმილის უფლება“ გამოგეყენებინათ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მსგავსად.
P.S.
• ცნობისთვის, სალომე სამადაშვილსაც ამ დეპუტატის მსგავსი მოსაზრებები ჰქონია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით.”
კომენტარები