სოსო ჯაჭვლიანი “მთავარი” არხის ეთერში კალაძეზე საუბრობს:
სანამ მკლავჭიდის ფედერაციაში ეს ინციდენტი მოხდებოდა, მანამდე კახა კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არევაძემ შემომითვალა, ჯაჭვლიანი წავიდეს მკლავჭიდიდან, ჩემ ძმაკაცებს თავი დაანებოს, თუ არ წავა, ავუგორებთ შავ პიარს – ყველა ტელევიზიას ჩვენ ვაკონტროლებთო – როგორია ამას რომ გეტყვის კაცი?
დავიწყე კალაძესთან რეკვა და 1 თვის განმავლობაში ვერ შევხვდი. მერე დაურეკა ერთმა ადამიანმა, შეხვდი სოსოსო. მირეკავს კალაძე, დღეს ვერ შეგხვდები, გლდანში ვარ გასასვლელიო. ამ ზარიდან ნახევარ საათში ჩემ ცოლს ვიღაცა ხვდება და ეუბნება – თქვენი ქმარი არ მოისვენებსო? და ემუქრება. ამ ყველაფრის გატანა გარეთ არ მინდოდა, იმიტომ ვურეკავდი კალაძეს. ერთი თვე მირეკავდა სოსო, კიო, ჟურნალისტს ეუბნება კალაძე, მაგრამ ვერ შევხვდიო – ესაა “პიჟონური ლაპარაკი”. ეტყობა შეჩვეულია მთაწმინდიდან გამოქანებით ლაპარაკს, თავში აქვს ავარდნილი.
ერთხელ კალაძეს უთხრეს, ხატზე დაიფიცეს სვანებმაო – ხატზე კი არა თუ უნდათ, ყურანზე დაიფიცონო, ასეთი კაცი გვყავს ქალაქის მერად.
სპორტულ ფედერაციებში ჩამოყალიბდა მაფიური დაჯგუფერები, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან, სწორედ ამგვარი დაჯგუფება ჩამოყალიბდა მკლავჭიდის ფედერაციაში. კახა კალაძის ინტერვიუს მერე დავრწმუნდი, თავად უდგას სათავეში ამ ყველაფერს.
ჩემ გენერალურ მდივანს სახლში დაადგნენ ღამის 2 საათზე და დილის 6 საათამდე “აკაჩავებდნენ”. ამის შესახებ ვაცნობე ძალოვნებს და მიპასუხეს, ეს ჩვენი საქმე არ არისო – ამას ვინმე გაბედავს, თუ მხარდაჭერა არა აქვს?
2012 წელს როცა მოვედით, ხალხს ვპირდებოდით სამართლიანობის აღდგენას, რომ არ ყოფილიყვნენ ზონდეები, აქედან არაფერი შესრულდა.
პატიოსანი ადამიანები ბინძური მეთოდებით მოიშორეს, ჩანაწერებით, მაგალითად.
კალაძემ თქვა დღეს, მე არ ვიცი, სოსო ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არ არისო, მის ნამუსზე იყოს, მე კი დღეიდან, ამ წუთიდან “ქართული ოცნების” წევრი არ ვარ, ზონდერ ბრიგადის წევრი, ვერასოდეს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს! ამ რეჟიმის შემოქმედი არის გუნდი.
ივანივილს ველაპარაკე და ფედერაციის საქმეებში ვერ ჩავერევიო…
თავი დაანებონ სპორტსმენებს, ნუ აბინძურებენ ამინდს!
კომენტარები