გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იმყოფება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან “ოცნების” წევრები, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ციხეშია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა, თუმცა, ციხიდან გამოსულმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ის ესაუბრა ქართული ოცნების წევრებს, თუმცა, იქ ნამდვილად არ უნახავს ირაკლი კობახიძე,
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა. ამ მომენტში სააკაშვილი ციხის რეანიმაციაში იმყოფება.
კომენტარები