„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლეგალურად კონსულტანტების დაქირავების უფლება ქვეყანასაც და ნებისმიერ სუბიექტსაც აქვს, თუმცა, მეტი დახარჯული ფულით ქვეყანაში არსებული რეალობა ვერ დაიმალება.
„მმართველმა პარტიამ იქირავა და არა ქვეყანამ. ლეგალურად კონსულტანტების დაქირავების უფლება ქვეყანასაც და ნებისმიერ სუბიექტსაც აქვს. უბრალოდ სიბრიყვე და ილუზიაა, რომ კონსულტანტები შეცვლიან რეალობას. ახლა იმიტომ გაზარდეს ფასი, კრიტიკის ქარცეცხლი დაედოთ და ჰგონიათ ივანიშვილს და მის პოლიტიკურ მასხარებს, რომ თუ მეტ ფულს დახარჯავენ ეს დამალავს ქვეყანაში არსებულს რეალობას, რომელიც საქართველოს მეგობრებს აწუხებს. კი ბატონო, შეკვეთილი სტატია ლეგალურია, მაგრამ ეს თუ ეფექტური მეთოდი გგონია, ესაა სისულელე. ამის შემდეგ ხდები დასაცინი, როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ასე იქცევა“
კომენტარები