დღეს, როცა ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის სავარაუდო ჩანაწერი გავრცელდა, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური იმაზე საუბარი, რას აკეთებს საქართველო, ან რას არ აკეთებს, რეალურია, თუ არა, სანქციების არიდებაში რუსეთისთვის დახმარება?
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ყველა სანქციას იმიტომ არ შევუერთდით, რომ ზოგ სანქციას რუსეთისთვის ეფექტი სულაც არ მოაქვსო, ოღონდ, რომელიც ეს სანქცია, რომელიც ისე დაუწესეს რუსეთს, ტყუილად და ეფექტი, თურმე არა აქვს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, “ალიაში” დაიბეჭდა, წერილი სათაურით:
„ოცნების“ სპეცოპერაცია – „გადავარჩინო პუტინი“ დაიწყო!
რა ჩანდა უკვე მარტის დასაწყისში, საითკენ ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ ფრთები გაშლილი ოცნებას – და რა შეიცვალა ამ მასალის დაწერიდან თვენახევრის შემდეგ – ისწავლა რამე ხელისუფლებამ? შეცვლა გეგმა?
2022 წლის მარტი:
ქართულმა ოცნებამ ახალი სპეცოპერაცია დაიწყო – გადავარჩინოთ პუტინი და მისი გარემოცვა, მისი მომხრეები და მისი პოლიტიკის გამტარებლები!
მაშინ, როცა მთელი მსოფლიო – პუტინ ..უილოს გაიძახის – ქართულმა ოცნებამ ახალი სპეცოპერაცია წამოიწყო, გადავარჩინოთ პუტინი!
6 მარტს, როცა ამ წერილს ვწერ, რუსეთში, რუსეთის მოქალაქეები გამოდიან ქუჩებში და აპროტესტებენ პუტინს, მის რეჟიმს კი ნაცისტურს ეძახიან და ამ დროს, ქართული ოცნება იწყებს საქართველოში სპეცოპერაციას – გადავარჩინოთ პუტინი!
მეტიც, ქართული ოცნება მზადაა ჩვენგან, ქართველი ხალხისგანაც გადაარჩინოს პუტინი, თუ ამის საჭიროება დადგა.
იტყვით ახლა რა სჭირს პუტინს ჩვენი გადასარჩენი, იმდენი ფული აქვსო… ფული პუტინს იმიტომ უნდა, რომ ზოგჯერ დახარჯოს ხოლმე, გარდა ამისა, პუტინს სჭირდება რომ მომავალ არჩევნებამდე მიიტანოს თავი და იმ არჩევნებშიც იმდენი ხმა მაინც მიიღოს, რომ გაყალბება ფიზიკურად იყოს შესაძლებელი.
რაში ვჭირდებით პუტინსო, ამბობენ და რატომ წაგვართვა მაშინ მიწები, თუ არაფერში ვჭირდებოდით, რატომ და ვინ აფინანსებს ამდენ პრორუსულ პარტიას საქართველოში? ამდენ პრორუს ჟურნალისტს საქართველოში? ამდენ პრორუსს არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში? ძალიან ბევრნი ხომ არ არიან იმის ფონზე, რომ პუტინს არაფერში ვჭირდებით?
როგორც ამბობენ, რუსეთში უკვე შეიქმნა მედიკამენტების დეფიციტი, რადგან, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შეფუთვა ჰქონია რუსეთს “დამზადებულია მოსკოვში”, გამოიცანით, საიდან იყიდის ახლა მედიკამენტს? ჩვენ, ქართველები შემოვიტანთ თურქეთიდან იაფად მედიკამენტებს და მივყიდით ერთმორწმუნე, მოძმე რუსეთს. თან ახლა რეგულაცია უკვე ისეა დაყენებული, რომ უპრობლემოდ შეგვიძლია თურქეთიდან შემოვიტანოთ მედიკამენტი. დამთხვევაა უეჭველად კი, საქართველო რომ სანქციებს არ შეუერთდა და პარალელურად, თურქეთთან წამლის შემოტანის თემა რომ დაარეგულირა და ეს ყველაფერი, სწორედ პირდაპირ რომ დაემთხვა ომსა და სანქციებს. აბა, რა, დამთხვევა იქნება ან ეშმაკის საჩუქარი პუტინისთვის.
დამთხვევაა, კი, აბა რა, 2020 წლის მერე რომ რუსული ბაზარის გახსნაზე მიდის, თურმე, მოლაპარაკება და ახლა რომ გვიხსნიან ბაზარს.
5 მარტს, რუსეთს-უკრაინას შორის მოლაპარაკება შედგა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. გამოიყვანა უკრაინულმა მხარემ თავშესაფრიდან ქალები და ბავშვები, ჩასვა ავტობუსებში და სწორედ მაშინ დაბომბეს რუსებმა ეს ავტობუსები – რათა მეტი უიარაღო, მეტი უდანაშაულო ადამიანი მოეკლათ. მოკლეს კიდეც წლინახევრის ბავშვი.
სწორედ ამ დროს, რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ ქართული და რუსული მხარე და თურმე, ნუ იტყვი, განიხილავდნენ რუსულ ბაზარზე სანქციების მოხსნას და კიო, რუსეთმა მოვხსნი სანქციებსო, თუ შემომიტანთ რძეს, ყველს, მაწონს, არაჟანს და ღვინოსო…
ის კი არ თქვა რუსეთმა, თუ შემომიტანთ რძის პროდუქტს, ღვინოს და რაც დამჭირდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებთ, ან ხორბალი რომ გითავდებათ, იაფად მოგყიდით სამაგიეროდო, არა, ბაზარს გავხსნით, თუ შემოგვიტანთო… ვახ, ჩვენი მიტანილი პროდუქტი უნდა და ცხადია, ბაზარს გახსნის, მა, რას იზამს, აქეთ ვიდებთ ვალს? ხოდა, ქართული მხარიდან, კაცი არ აღმოჩნდა, ვინც ეტყოდა, კიდე რა გინდა, პუტინ .@უილო არ გინდაო? პირიქით, უსინდისოდ გვიმტკიცებენ ახლა, რუსულ ბაზარზე შეზღუდვის მოხსნაზე 2020 წლიდან გვაქვს მოლაპარაკება და უბრალოდ ახლა, ომსა და სისხლისღვრას დაემთხვაო.
მთელი მსოფლიო სანქციებს რომ უწესებს რუსეთს, რადგან აიძულოს რუსი ხალხი, დაინახოს სადამდე მიიყვანს მას მკვლელი პუტინი, ამ დროს, ქართულმა ოცნებამ წამოიწყო სპეცოპერაცია – გადავარჩინოთ პუტინი და ვოვაჯან, არ ინერვიულო, მოგიცუნცულებთ, კიდევ რა პროდუქტი გიდნდათო?
საქმე ისაა, რომ ქართული კომპანიები, რომც დათანხმდნენ რუსეთისთვის რძის პროდუქტების მიწოდებას, ვერ გაწვდებიან ამხელა ბაზარს ფიზიკურად, თითოეულმა მინიმუმ ორი იმდენი ახალი ქარხანა უნდა გახსნას, რაც ახლა აქვს, რუსეთში გასატან პროდუქციას რომ გაწვდეს და ფული კი არ არის პრობლემაა, ააგებს მაგ ქარხნებს, მაგრამ რუსული ბაზარი უკონტროლო გახდა და რა თავი სტკივათ? ან მთელი მსოფლიოდან მსხვილი კომპანიები რომ ტოვებს რუსულ ბაზარს და ამ დროს ქართული კომპანიები შევლენ ოკუპირებული ქვეყნიდან – ძალიან უღირსი საქციელია. თუმცა, მთავარია ბაზარზე აკრძალვა მოიხსნას და რა პრობლემაა? საქართველო კი არ არის სანქციერებული, იყიდის რუსეთისთვის, შემოიტანს და მიუცუნცულებს. კარგ გემრიელ პროცენტსაც ჩაიხუტებენ და ფული გატყდება მაქსიმუმ 100 კაცზე და სირცხვილი კი მთელ ერზე.
უკრაინულმა მედიამ დაწერა ახლა, როცა რუსულ მედიაში, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე გავრცელდა ინფორმაცია, არ დაიჯერა უკრაინამ და დაუკავშირდა ქართულ მხარეს, თუმცა, ქართულმა მხარემ ისინი მოატყუა და უთხრა, რომ რუსულ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, 24 საათში კი, თავად დაადასტურეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავაჭრო ურთიერთობებზეო.
ანუ, საქართველო გადაიქცევა გადამყიდველების, ჩარჩების ქვეყანად, რუსეთის მომარაგების ბაზად, რუსეთის გუბერნიად ნედლეულის განხრით.
ნატოს ბაზა არ გვინდა ქვეყანაში, საერთოდ არავისი ბაზა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდაო – ფქვილის, მაწონის, კარაქის მომმარაგებელ ბაზად გადაქცევა ხომ გინდათ? უღირსების, მატყუარების, ორგულების, მოღალატეების, მონების გუბერნიად გადაქცევა ხომ გინდათ?
არ შეუერთდა სანქციებს საქართველო და დააწვა რუსი ჩვენკენ, ზოგს ბიზნესი გადმოაქვს, ზოგი სახლს ყიდულობს, ზოგი კი ჯერ ქირაობს მხოლოდ სახლს და ელოდება, რა მოხდება. ატყდა განხილვა, უნდა შემოვშვათ თუ არა პუტინის რეჟიმისგან გამოქცეული რუსი საქართველოში? ძალიან სასაცილო ხალხი ვართ, ქართული ოცნება საქართველოს ტერიტორიაზე პუტინის მოწინააღმდეგე რუსს გააჭაჭანებს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დოჟდის” ჟურნალისტი არ შემოუშვეს საქართველოში. სამაგიეროდ უშვებენ ყველა დანარჩენს, რათა გამოვაზამთროთ, რათა სანქციები არ იწვნიონ ჯიბეზე, თორემ, აბა, რუსეთი არ იბომბება და ლტოლვილები ეგენი არ არიან. ასე რომ, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეს ვინ შემოასუნინებს ქვეყანაში – სულ პუტინის მომხრეები შემოდიან…
რადგან მთავრობა გამოგვადგა ჩვენც @უილო, რამდენიმე ქართულმა კომპანიამ განაცხდა, მე არ მოვემსახურები რუს მოქალაქეს, ან პირობებით მოვემსახურებიო, ოჰო, ამოხტა აქეთ კობახიძე ტუფლებიდან და იქეთ პუტინი, კობახიძემ ბრძანა, რუსი მოქალაქეების არმომსახურება დისკრიმინაციაა და ვინც მაგას გაბედავს, დაისჯება, კანონსაც ვამკაცრებო. იქეთ პუტინმა ბრძანა, რაღაცა მეზობელ ქვეყნებში, რუსოფობების ხმა მესმის და გაკვირდებით და იცოდეთო. დამთხვევაა ეტყობა, კობახიძის და პუტინის განცხადებები რომ ასე ჰგავს ერთმანეთს, აბა, ისე როგორ იქნება?
ხოდა, სპეცოპერაცია, გადავარჩინოთ პუტინი, უკვე ჩაშვებულია, მოწონებულია და მალე ამოქმედდება, ცალკე საქნციებს გამოქცეულ რუსებს უნდა მოვემსახუროთ და ცალკე რუსეთში მცხოვრებ რუსებს არ უნდა მოვაკლოთ რძე და ყველი, …უილო არ გვინდა, ჩვენიც გვეყოფაო, შემოუთვლით.
ამასობაში, სერგეი გავრილოვმა განახადა, “თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს შეინარჩუნებს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსულ სანქციებს, პირდაპირი რეისების აღდგენა შესაძლებელი გახდებაო” კაი, კაცო… რას მეუბნები… ეს რეისებიც თავისთვის სჭირდებათ ახლა, თავისი მოქალაქეების ჩამოსაყვანად. ჩემი მოქალაქეები რომ გადმოვაფრინო, რეისებს აღვადგენ და სამაგიეროდ, შენ ვალში იქნები და ამას გააკეთებო… და ქართული მხრიდან ამჯერადაც არ აღმოჩნდა ერთი კაციც, რომ ეთქვათ, პუტინ …უილო, არ გინდათო? იმის ნაცვლად, რომ რუსეთს ეთქვა, მოდი, ოკუპირებულ სამაჩაბლოს და აფხაზეთს დაგიბრუნებ, თუ შენ პირდაპირ ფრენას აღადგენ და ჩემ მოქალაქეებს შეიფარებო – ფრენას აღვადგენ და ჩემ მოქალაქეებს ჩამოვიყვან, თუ ჭკუით იქნებიო… მერე იტყვიან, მონებს რატომ გვეძახითო… თუ ჭკვიანად ვიქნები, თუ დავემონები, მომცემს უფლებას, თურმე, რომ პუტინს მოვემსახურო. რა პატივია ღარიბაშვილისთვის, კობახიძისთვის, პაპუაშვილისთვის, რა პატივია ივანიშვილისთვის.
აბა, ომი გინდათ?
არა, ბლინ, რუსეთის გუბერნიად, რუსეთის მოსამსახურედ დაგომა გვირჩევნია!
ამასობაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის ეძებს გასაქცევს საფრანგეთშიო, ამბობენ და იმიტომ აქვს დაჭკვიანებული ტონიო, ვნახოთ, ვნახოთ, რაც მეტად განერთხება ქართული ოცნება პუტინის ტერფთან, მით მეტად დაკარგავს შანსს ივანიშვილი სადმე გაიქცეს!
გიორგი ჯავახაძე, ალია
სანქციების გვერდის ავლის გეგმა – ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის სავარაუდო ჩანაწერები – აუდიო
კომენტარები