„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზეა გამოქვეყნებული.
29 მაისის მონაცემების მიხედვით, ქართველი ოლიგარქის ქონება 5.25 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა, რამდენიმე კვირის წინ, ივანიშვილის ქონება 5.17 მილიარდი დოლარი იყო.
თუმცა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში, 353-ე ადგილიდან, 375-ე პოზიციაზე გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას კორონავირუსის პანდემიის გამო, ხშირად იცვლება.
ცნობისთვის, 5.25 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3,04 მილიონი უნცია ოქრო და 149 მილიონი ბარელი ნავთობი.
მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0255%-ს. შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 83%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.33%-ს.
შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
2020 ნიუსი
კომენტარები