“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
“ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს ლაზარეს და თორნიკეს საქმე. ხომ მარტივია?
ნაკლები ნდობაა სასამართლოს და ხელისუფლების მიმართ და თუ ლეგიტიმაცია უნდათ, ნაფიცებს განახილინონ. თუ დამნაშავეა, ხომ ნაფიცებთანაც გამოჩნდება ეს.
დილიდან ქართული ოცნების ტროლებმა და სინდის-ნამუს გაწყვეტილმა ხალხმა სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლული დაიმართეს – არავითარი ნაფიცი მსაჯულები, ლაზარე ციხეში უნდა იჯდესო.
ანუ რეალურად, საჯაროდ და ასე დღისით მზისით წერენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროს შანსია სასამართლომ პატრონის ხოშზე არ იაროს და ამიტომ არ უნდათ.
კომენტარები