უწყვეტი პროტესტის მესამე დღეს ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს აუცილებლად ჩააგდებენ, თუმცა, არ აკონკრეტებენ მიზეზს, რატომ გადაიდო მისი მეორედ მოსმენა 21 მარტამდე.
ქართული ოცნება თავად ავრცელებს ფოტოებს იმ სხდომიდან, რომლის დროსაც პარტიის წევრებს გააცნეს გადაწყვეტილება, რუსული კანონპროექტის არმიღების შესახებ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპონენტები, სამოქალაქო საზოგადოება და სტუდენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დროის მოგებას ცდილობს და შესაძლოა ისევე არ შეასრულოს დაპირება, როგორც ეს არაერთხელ გააკეთა უკვე.
ამ წუთებში კი რუსთაველის მოედანზე აქციაზე, უკვე გაჟღერდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.












კომენტარები