„ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.
საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის თქმით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეები.
დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრს, თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე თავს დაესხნენ.
როგორ უნდა გაანადგუროს ბრალდებულმა მტკიცებულება და რა მტკიცებულება შეიძლება კიდევ არსებობდეს ამოუღებელი 9 დღის შემდეგ – ამაზე მოსამართლეს არ უმსჯელია.
კომენტარები