მოხუცთა თავშესაფარი ბარბარე, სოციალურ ქსელში, წერილს ავრცელებს და ოზურგეთის მერიას გამგეობას მიმართავს:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კარგია და მივესალმებით, როდესაც დახმარების ხელს უწვდით მეზობელ ქვეყანას, მაგრამ რატომ გავიწყდებათ თქვენი ოჯახის წევრები? თქვენი ქვეყნის შვილები? ისინი, ვისთვისაც თუნდაც ერთი ადამიანის სტუმრობა ათი წლის სიცოცხლის ტოლფასია? რა გაგიჭირდათ ისეთი, ერთი პასკა და 10 ცალი კვერცხი, რომ ვერ გაიმეტეთ შშმ პირთა პანსიონატი “ბარბარე” – ში მცხოვრები შშმ პირებისთვის? ან როგორ უთხარით პანსიონატის წარმომადგენელს, მარაგი ამოიწურა და აწი გაგითვალისწინებთო? აწი რას მიქვია, ბატონებო? აწი როდის, მომავალი წლის აღდგომაზე? ამ მიდგომით თქვენ, აწიც არ გაგახსენდებათ ისინი.
ჰო, მართლა, გუშინ, დაბა ურეკში მყოფი დევნილები, რომ მოინახულეთ უკრაინიდან, ბატონებო გიორგი ურუშაძე/Giorgi Urushadze, ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze, შშმ პანსიონატიც ხომ იქვეა, სულ ახლოს, შეგეძლოთ მათთანაც მისულიყავით და გაგეხარებინათ ისინიც, იმედი მიგეცათ, რომ მათზე ადგილობრივები ზრუნავთ, გახსოვთ და ფიქრობთ…
ეს სირცხვილი კი არა საცოდაობაა, ქცევაა თავად საცოდაობა!..”
კომენტარები