ოზურგეთის მერიამ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის ცოლს, ნანა გოთუას ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. მერია ამბობს, რომ მას სტატუსი ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი “განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის” მიანიჭეს.
“ალეგრობის” დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის სტატუსი 10 ადამიანს მიანიჭეს. ბიზნესმენმა ჩხარტიშვილმა მათ 10 0000-10 000 ლარი გადასცათ.
ვანო ჩხარტიშვილი ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა.
კომენტარები