გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში. თავდამსხმელები მოხუც ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2500 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
დაშავებული ხანდაზმული წყვილი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება 80 წლის ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული.
კომენტარები