დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის შვილი კარანტინშია.
“ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე”, – განაცხადა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი”.
რომ არა კარანტინი, ქვეყანაში ვირუსი უკონტროლო გახდებოდა. სასტუმროებში მყოფი ადამიანების ხარჯებს საქართველოში სახელმწიფო ფარავს, საზღვარგარეთ კი თვითონ ადამიანი იხდიან ამ ფულს.
200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს… რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის…”
კომენტარები