„ტვ პირველის“ ეთერში მომხდარი ჩხუბის გამო ბოდიშს იხდის პაატა მანჯგალაძე:
„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას”ტვ პირველის” ეთერში გასული კადრების გამო. მიუხედავად ცილისწამების მაშტაბისა შეურაცხყოფის ხარისხისა.
ძნელია თავის შეკავება როცა იმას გაბრალებენ რის წინააღმდეგაც იბრძვი მაგრამ ესეც კი არ ამართლებს იმას რაც მოხდა.
გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ.“
შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ თითქმის ერთდროულად, პაატა მანჯგალაძემ და გიორგი გუგავამ მაყურებელს ბოდიში მოუხადეს.
კომენტარები