PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული თავისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან.
„PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, – წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ ქსელში.
PACE-ს წარმომადგენლებმა მანამდე განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოთქვეს ანტიკორუფციული გადაწყვეტილების გამო და შესაბამის ორგანოებს არჩევნების ლეგიტიმაციის დაცვა მოსთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო.
ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა – პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
კომენტარები