პაკისტანში ახლად არჩეული დეპუტატი მისი გამარჯვების აღსანიშნავი საზეიმო სროლებისას მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მოჰამედ ზაქრია ხან სანდეი პეშავარის რაიონის, სოფელ სურიზაის წარმომადგენლად აირჩიეს. მხარდამჭერები არჩევნებში მის გამარჯვებას აღნიშნავდნენ და ჰაერში ისროდნენ, როდესაც რამდენიმე ტყვია ახლად არჩეულ დეპუტატს მოხვდა.
სოფლების საბჭო, რომლის დეპუტატიც მოჰამედ ზაქრია ხან სანდეი გახდა, 7 წევრისგან შედგება.
კომენტარები