თავდასხმა ინდუისტურ ტაძარზე პაკისტანში. რელიგიური დაწესებულება მუსლიმთა ჯგუფმა დააზიანა. დაამსხვრიეს ქანდაკებები და დაწვეს ტაძრის შესასვლელი კარი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამხედროები. დააკავეს თავდასხმაში მონაწილე 50-მდე ადამიანი.
მომხდარის გამო პაკისტანელი დიპლომატი გამოიძახა დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინდუისტურ ტაძარზე თავდასხმას წინ უძღოდა სასამართლოს მიერ 8 წლის ინდოელი ბავშვის გათავისუფლება. ბავშვს ბრალად მუსლიმური რელიგიური დაწესებულების შეურაცხყოფა ედებოდა.
კომენტარები