სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, პარასკევს, რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30. აფეთქება ქალაქ კვეტას სადგურზე, დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა.
CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, Baloch Liberation Army (BLA) აიღო.
უფროსი ზედამხედველის ბალოხას განცხადებით, მომხდარი სავარაუდოდ სუიციდური თავდასხმა იყო – “აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც პლატფორმაზე დიდი რაოდენობით მგზავრები იმყოფებოდნენ” – განაცხადა მან.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პროვინციის მთავარმა მინისტრმა სარფრაზ ბუგტიმ ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.
კომენტარები