პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ მისი და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაწერა, რომ გასულ სამშაბათს აცნობა აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს და დღეს გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს. შტაიე პრემიერის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.
გადადგომა ხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება – პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, დაექვემდებარა შტატების ინტენსიურ ზეწოლას, რათა გააუმჯობესოს თავისი მმართველობა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.
“გადადგომის გადაწყვეტილება მოვიდა დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში უპრეცედენტო ესკალაციის ფონზე და ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე ღაზას სექტორში.
მე ვხედავ, რომ შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეალობას ღაზაში და პალესტინის კონსენსუსის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება პალესტინის ერთიანობას და ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებას პალესტინის მიწაზე”, – თქვა მან.
ცნობისთვის, 1993 წელს “პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ” ხელი მოაწერა ისრაელთან ოსლოს შეთანხმებას. ასე შეიქმნა “პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია”, რომელიც დროებითი ორგანო უნდა იყოფილიყო. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ რამალაში და ახორციელებს ნომინალურ თვითმმართველობას ტერიტორიის ნაწილებში.
მთავრობა, რომელშიც დომინირებს პოლიტიკური პარტია ფატაჰი, 2007 წლამდე ახორციელებდა ადმინისტრაციულ კონტროლს ღაზაზე, მას შემდეგ რაც ჰამასმა 2006 წლის საკანონმდებლო არჩევნებში გაიმარჯვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გააძევა იგი ზოლიდან.
ისრაელმა უარყო “პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცის” ღაზაში დაბრუნების პერსპექტივა ომის შემდეგ და უარყო ამ ტერიტორიებზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა.
კომენტარები