თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
უგულავა განაჩენის გამოცხადებას „ევროპული საქართველოს“ ოფისში ელოდება. მას იქ თანამებრძოლები დახვდნენ.
„რა ხდება, პანაშვიდი კი არ არის!“ – მიმართა გიგი უგულავამ „ევროპული საქართველოს“ ოფისში მყოფ ადამიანებს.
უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია საქმეში პროცედურულ დარღვევებსა და საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ განაჩენთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე დღეს გამოაცხადებს.
კომენტარები