ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს ამის განცდა, რომ პანდემია დასრულდება მსოფლიოში წლის ბოლოს, ასე არ მოხდება. ეს შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ზუსტ პროგნოზს ვერ ამბობენ იმიტომ, რომ დამოკიდებული არიან ადამიანის ქცევაზე. ჩვენი გონივრული ქცევა უნდა იყოს შემდეგი: აუცილებელია აცრის ჩატარება. როგორც იცრებიანადამიანები ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, ანალოგიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აცრის ჩატარება. აცრა არის სრულიად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას.
კომენტარები