ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა კომიტეტის სხდომაზე :
“პანდემიის დროს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნები იყო გამოყენებული, შეიქმნა გადადებული მოთხოვნის ფენომენიც. ანუ ადამიანები არ ხარჯავდნენ და ვერ ხარჯავდნენ დანაზოგს და თანხებს იმდენად, რამდენადაც ეს ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდებოდა, და უკვე აღდგენის პერიოდში ამ გადადებულმა მოთხოვნამაც მოახდინა ფასებზე ზეწოლა. ასე იწყებოდა ინფლაცია, შემდგომში, ამას დაემატა კიდევ ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც უფრო ევროპული ქვეყნების და ჩვენი რეგიონის ინფლაციაში შეიტანა თავისი წვლილი”
კომენტარები