ამერიკის შეერთებულ შტატებში კეტჩუპის დეფიციტი შეიქმნა. ამის მიზეზად პანდემია სახელდება.
კომპანია Heinz, რომელიც ამერიკის ბაზარზე დიდი რაოდენობით კეტჩუპს ყიდის, ამბობს, რომ პანდემიის დროს გატანის სერვისი უფრო პოპულარული გახდა, შესაბამისად კომპანიამ მიწოდება გაზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებაზე მაინც ბევრად მაღალია.
ცნობისათვის, პანდემიის პირველი ტალღის დროს აშშ-ში ტუალეტის ქაღალდების, პეპერონის და ალუმინის ქილების დეფიციტი შეიქმნა. რაც შეეხება კეტჩუპს, 2020 წლის იანვრის შემდეგ მასზე ფასი ამერიკაში 13%-ით გაიზარდა.
კომენტარები