“საერთაშორისო გამჭვირვალეობის” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, პანდემიამ ევროკავშირში კორუფციის გამწვავება გამოიწვია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
“საერთაშორისო გამჭვირვალეობის” გამოკითხვა, 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ჩატარდა, გამოიკითხა 40 000-ზე მეტი ადამიანი და გაირკვა, რომ ბევრ ადამიანს უწევდა პირადი კავშირების გამოყენება, რათა დროულად მიეღო სამედიცინო დახმარება, ზოგ შემთხვევაში კი ქრთამის გადახდა ხდებოდა საჭირო.
მათი ინფორმაციით, კორუფცია განსაკუთრებით გახშირებულია ჯანდაცვის სექტორში.
ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში, შესაბამისი მომსახურების მისაღებად ქრთამს მოსახლეობის 6% იხდის, ხოლო ევროკავშირში მაცხოვრებელთა 29% პირად კავშირებს იყენებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.
მექრთამეობა ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მაღალია რუმინეთში (22%) და ბულგარეთში (19%), ხოლო პირად კავშირებს ყველაზე ხშირად ჩეხეთში (54%) და პორტუგალიაში (46%) იყენებენ.
კომენტარები