საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი:
“უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა”, – თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური კი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის სახელზე მსგავსი შინაარსის ოფიციალური მიმართვა არ შესულა.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები