ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, რომელიც ციხეშია, სოციალურ ქსელში, წერილს ავრცელებს:
“პარადოქსია და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ! !
მეფეები და ფეოდალები ეკლესიის გამოყენებით ცდილობდნენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ! ! !დღესაც, ოლიგარქია ცდილობს ეკლესიის გამოყენებით საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენ თითქოს ,,სულიერი სიწმინდის” დამცველები იყვნენ ! ! !
,,ოჯახის სიწმინდის დაცვაზე” ლაპარაკობს იმ ქვეყნის ,,საერო” და ,,სასულიერო” ხელისუფლება, სადაც კვირა არ გადის ოჯახური ძალადობის შემთხვევის გარეშე ! ! !
,,ოჯახის სიწმინდის დაცვაზე” ლაპარაკობს იმ ქვეყნის ,,საერო” და ,,სასულიერო” ხელისუფლება,რომელმაც ყველაფერი გააკეთა ოჯახების გახლეჩვისთვის და მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლისაკენ ! ! !
,,ოჯახის სიწმინდის დაცვაზე” ლაპარაკობს იმ ქვეყნის ,,საერო” და ,,სასულიერო” ხელისუფლება, სადაც 77000 ბავშვი შიმშილობს და 100000 სოციალურად დაუცველი ოჯახია ! ! !
პ.ს. ,,ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!”
კომენტარები