პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალშია. თიბილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.
ფინალში თიბილაშვილის მეტოქე ჩინელი ძინ ბიანი იქნება.
რაც შეეხება კიდევ ერთ პარამოფარიკავეს, ირმა ხეცურიანს, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-დან სამი შეხვედრა მოიგო, მეოთხედფინალში კი იტალიელი როსანა პასკინო 15:14 დაამარცხა. ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმაი ტანი იყო, რომელთანაც ხეცურიანი 8:15 დამარცხდა. ირმა ხეცურიანს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ჩინეთის წარმომადგენელი რონ ქსიაო იქნება.
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.
კომენტარები