რუსული მედია “იზვესტია” წერს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყალბი პასპორტები, ოქროს ზოდები.
გამოცემა წერს, რომ სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს.
გარდა ამისა, სახლში ნახეს სულ მცირე 500 000 დოლარი, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული. ასევე ნაპოვნია დაახლოებით 5 კგ ოქროს ზოდები.
5 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს იარაღი და ვაზნები.
ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს ცნობით, პრიგოჟინი აღარ იმყოფება ბელორუსში და ის რუსეთშია, კერძოდ კი, პეტერბურგში.
კომენტარები