პარიზელმა ექიმმა, კოჩინის ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან-პოლ მირამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აფრიკაში ტესტირების ინიციატივით გამოდიოდა, ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
ექიმის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას მძლავრი კრიტიკა მოყვა.
„აფრიკა სატესტო ლაბორატორია არაა“, – განაცხადა ყოფილმა კოტ-დივუარელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ, მაროკოს ადვოკატთა ასოციაცია კი ექიმის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს. ფრანგულ არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Racisme-ში აღნიშნეს, რომ აფრიკელები ზღვის გოჭები არ არიან.
ამის შემდეგ ჟან-პოლ მირამ აფრიკელებს ბოდიში მოუხადა. „ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ტკივილი და შეურაცხყოფა მივაყენე ჩემი განცხადებით“, – აღნიშნა ჟან-პოლ მირამ.
კომენტარები