პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“Microsoft-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ჰაკერული თავდასხმების 58% განხორციელდა რუსეთიდან და მათ უკან იდგა რუსეთის ხელისუფლება (წყარო: ICM-Annual Crisis Report for 2021). აშშ-ს ფედერალური სამსახურების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თავდასხმები ხორციელდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორზე და ინფრასტრუქტურაზე: სამედიცინო დაწესებულებებზე, კლინიკებზე, ჰოსპიტლებზე, სერვისების მიმწოდებლებზე, საგანგებო და სამაშველო სამსახურებზე, 9-1-1-ზე და სხვა მნიშვნელოვან სამსახურებზე. შეგახსენებთ – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ყოველგვარი გადამოწმების, ყოველგვარი კონტროლის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოუშვეს ოკუპანტი რუსეთის 100-მდე პროგრამისტი და IT სპეციალისტი. არავინ იცის, რას აკეთებენ ეს ადამიანები ჩვენ ქვეყანაში. სუსი დაკავებულია ყვითელი მედიისთვის სკანდალური ამბების შეფუთვით; პარლამენტში ესა თუ ის კომიტეტი მსჯელობს ბებიების დღის დაწესებაზე; პარლამენტარები უმძიმესი, აი, უუუუმძიმესი სამუშაო წლის შემდეგ ჯერ კიდევ ირუჯებიან ზღვაზე… და ამასობაში კიბერუსაფრთხოება იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი, სანამ ერთ ადგილს არ გაანძრევენ! კი, ჯერ ტვინს და მერე იმ სხვა ადგილსაც, რომელზეც გაიფიქრეთ.”
კომენტარები