ადვოკატი, ზურაბ თოდუა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, წერს:
“სრულიად ლეგიტიმური საფუძვლით 3 დღით გამოვექეცი ქალაქის საგიჟეთს. წინანდალში, წინასწარ დავჯავშნე სასტუმრო, საუზმით და აუზით.
დღეს, მაინცა და მაინც ჩემ ლეგიტიმურ დღეს, სადილის შემდეგ დაცვამ (სუს-ი სჭარბობდა) არ მომცა შესაძლებლობა მესარგებლა უკვე გადახდილი სერვისით, აუზით. თურმე პარლამენტარებს მოუნდათ ჩემს მიერ შეძენილი სერვისის, ამ უფლების დარღვევის ხარჯზე ნებივრობა აუზში (წინასაარჩევნოდ აუზში ალაგებენ გეგმებს).
მე კი, იძულებული გავხდი სხვა, ამათგან შორის მდებარე სასტუმროში გადავსულიყავი.
ჰეი, თქვე 26%-იანებო, უკვე ხალხის გეშინიათ? – „რედისონთან“ ერთად ძვირად დაგიჯენთ ჩემი ლეგიტიმური დღის გაწერილი გეგმების ჩაშლას.”
კომენტარები