„ხელისუფლება დღეს არის სასამართლო კლანის გავლენის ქვეშ,“- ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.
კობერიძე თვლის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში დარჩენა, ამისთვის კი ყველა გზას იყენებს, მათ შორის სასამართლოს.
„ რადგან „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენაა, ამისთვის კი ყველა ხერხს იყენებს, მათ შორის სასამართლოსაც. სასამართლო არის სიტემა, სადაც არასამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის გასაჩივრება. ფაქტობრივად, დღეს ხელისუფლება მზადაა, ნებისმიერი კაპრიზი შეუსრულოს სასამართლო კლანს და ამით მოიპოვოს მისგან ლმობიერება,“-აცხადებს კობერიძე.
“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თუ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მაშინ ვერანაირ ინვესტიციაზე და ეკონომიკის განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ.
„ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს, რაც სწორედ კლანის გადმობარებით გამოიხატება სააკაშვილ-ადეიშვილის სისტემიდან „ქართული ოცნების“ სისტემაში და ამით ცდილობენ, მართონ სასამართლო,“ – აღნიშნა კობერიძემ.
კომენტარები