საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭს დღეს, 18:00 საათზე უყრიან.
მანამდე, 17:30 საათზე, ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.
პროცედურის მიხედვით, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები გააცნობენ ბრძანებულებას, რომელსაც ხელს აწერენ როგორც პრეზიდენტი, ასევე, პრემიერ-მინისტრი.
ამის შემდეგ, ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განხილვის გარეშე, პირდაპირ კენჭისყრაზე დადგება.
ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერენ როგორც ქართული ოცნების, ასევე, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.
კომენტარები