ვასილ მაღლაფერიძე იწრმუნება, რომ მუშაობას “ტელესკოლაში” განაგრძობს „ტელესკოლა“ განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც დისტანციური სწავლებისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე.
“პარლამენტი, სამინისტრო, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი,რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით. მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, მეორე მარტო. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები. ამას გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება”- აცხადებს მაღლაფერიძე.
მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.
კომენტარები