პოლიტიკოსმა, გიორგი ვაშაძე, საინიციატივო ჯგუფის გეგმა გააცნო აქციის მონაწილეებს:
“სამწუხაროდ, ეს მხდალები და ლაჩრები იმალებიან, არავინ გამოდის კონტაქტზე!
მაგრამ ისინი ცდიან ჩვენ გამძლეობას!
ბრძოლა რომელშიც ვართ, რთულია, ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ და უნდა დაიღალონ ისინი და უკან უნდა დაიხიონ მათ.
როცა ხელისუფლება ემალები ასი ათასობით ადამიანს, შენ არაფრის ღირსი აღარ ხარ.
ამიტომ გთავაოზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას – ეს გადაწყვეტილება არის ყველასი, სიანიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, რაც მთავარია, კვლავ ხელის აწევით დავადასტუროთ, თუ ეთანხმებით.
შემდეგი ნაბიჯებია:
ორივე მხრიდან ალყაში მოვაქციოთ პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს. გადავინაცვლოთ, დავიძრათ და განვლაგდეთ.
მეორე ნაბიჯი – ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, მოგვიწევს მოვახდინოთ პიკეტირება, არ ჩავატარებინოთ სესია მანამ, სანამ ჩვენ მოთხოვნებს არ შეასრულებენ.
შეგახსენებთ, მოთხოვნა, ამ მომენტისათვის, სულ ორია, გაიწვიოს ოცნებამ პარლამენტიდან რუსული კანონპროექტი და გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააკავეს.
2 მოთხოვნა “ოცნებას” და ვადა 1 საათი – გიორგი ვაშაძე შეთანხმებულ პოზიციებს ავრცელებს
კომენტარები